Воскресенье, 2024-05-05, 10:38 AM
Make Money Online
თქვენ შემოხვედით როგორც Гость | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმები Гость | RSS
სექციის კატეგორიები
ფულის შოვნა
სწავლება
Forex [1]
PTC & BUX [1]
ფასიანი გამოკითხვები [0]
რეფერალური პროგრამები [0]
Copywriting [0]
პარტნიორული პროგრამები [0]
კონტექსტური რეკლამა [1]
ბმულების გაყიდვა [0]
სოციალური ქსელები [0]
ფაილების გაცვლა [1]
მთვლელები
Яндекс.Метрика Рейтинг@Mail.ru Счетчик PR-CY.Rank www.wsa.ge
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

Онлайн всего: 1
Гостей: 1
Пользователей: 0


"WebMoney” - ატესტაცია


"WebMoney”-ს მომხმარებლებმა უკვე იციან, რომ ის ერთგვარი იერარქიული სისტემით ხასიათდება. ეს სისტემა ატესტაციაში გამოიხატება. "WebMoney” ყველა მომხმარებელს აძლევს ატესტატს, რომელიც მომხამარებლის სტატუსზე მეტყველებს. ატესტაცია ხელს უწყობს მომხმარებლებს შორის სანდო და უსაფრთხო ინტერაქციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი სტრუქტურისათვის, როგორიც ინტერნეტ ანგარიშსწორების სისტემაა. ატესტატი თავისი არსით პიროვნების იდენტიფიცირებას ნიშნავს, ანუ "WebMoney” გამოწმებთ, ნამდვილად ის პიროვნება ხართ თუ არა, რომელიც რეგისტრაციის დროს მიუთითეთ. არსებობს ატესტატის რამდენიმე ტიპი:


1. ფსევდონიმის - გენიჭებათ ავტომატურად, რეგისტრაციის დროს.
2. ფორმალური - გენიჭებათ პირადი მონაცემების მითითების შემდეგ.
3. საწყისი - განიჭებთ პერსონალური ატესტატის მფლობელი.
4. პერსონალური - განიჭებთ რეგისტრატორი.
5. რეგისტრატორის - განიჭებთ ატესტაციის მთავარი ცენტრი (განთავსებულია მოსკოვში).

ამ ეტაპზე კომპანია "მანი მუვერს"-ი გასცემს საწყისი ტიპის ატესტატს, რომლის ღირებულებაც შეადგენს 9,2 wmz-ს.
იმისთვის, რომ მიიღოთ ეს ატესტატი საჭიროა შემდეგი პროცედურის გავლა:
1. ეწვიეთ საატესტაციო ვებ გვერდს, მისამართზე: http://passport.webmoney.ru/asp/pasMain.asp
2. გაიარეთ ავტორიზაცია ზედა მარცხენა კუთხეში ბმულზე "войти" დაჭერით
3. დააკლიკეთ ღილაკს "Получение аттестата”
4. მიუთითეთ, რომ გნებავთ საწყისი ატესტატის მიღება და ატესტატორებში აირჩიეთ "Sakanelashvili Kakhaber WMID#175471552977". გადაიხადეთ 9,2 wmz
5. მობრძანდით ჩვენთან ოფიში. თან აუცილებლად იქონიეთ საზღვარგარეთის პასპორტი ან ID ბარათი (პირადობის მოწმობა არ მიიღება)

კომპანია "მანი მუვერს"-ის სერვის ცენტრში თქვენს პასპორტს (ID ბარათს) გაუკეთდება ქსეროასლი. ჩვენი ოპერატორი შეგავსებინებთ განცხადების ფორმას, რითაც საწყისი ატესტატის მიღების პროცედურა დასრულდება.

ყურადღება: გაითვალისწინეთ, რომ ატესტატის მიღების დროს სწორად შეიყვანოთ პერსონალური ინფორმაცია "WebMoney”-ის ატესტატში. წინააღმდეგ შემთხვევაში ატესტატი არ გაიცემა. ატესტაციასთან დაკავშრებული ნებისმიერი კითხვისთვის ან დახმარებისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომრებზე: (+99532) 242-47-43; (+995) 558 33 33 32


ინფორმაციის წყარო: http://mm.ge/sercificate.php?lang=ge

Tak.ru
Tizzer.ru
People-Group.su
Begun.ru
Copyright © 2024Сделать бесплатный сайт с uCoz