Воскресенье, 2024-05-05, 11:41 AM
Make Money Online
თქვენ შემოხვედით როგორც Гость | ჯგუფი "სტუმრები"მოგესალმები Гость | RSS
სექციის კატეგორიები
ფულის შოვნა
სწავლება
Forex [1]
PTC & BUX [1]
ფასიანი გამოკითხვები [0]
რეფერალური პროგრამები [0]
Copywriting [0]
პარტნიორული პროგრამები [0]
კონტექსტური რეკლამა [1]
ბმულების გაყიდვა [0]
სოციალური ქსელები [0]
ფაილების გაცვლა [1]
მთვლელები
Яндекс.Метрика Рейтинг@Mail.ru Счетчик PR-CY.Rank www.wsa.ge
შესვლის ფორმა
სტატისტიკა

Онлайн всего: 1
Гостей: 1
Пользователей: 0
მთავარი » 2013 » Май » 9 » რა ნიშნავს "ფაილების გაცვლა"
10:20 AM
რა ნიშნავს "ფაილების გაცვლა"


ფაილების გაცვლის სისტემა ან ფაილების ჰოსტინგი – არის სერვისი, რომელიც გთავაზობს მომხმარებელს სივრცეს მისი ფაულების ასატვირთად და 24 საათის განმავლობაში მათთან კავშირს უზრუნველყოფს, როგორც წესი, http პროტოკოლის საშუალებით. ასეთი სერვისები იძლევა ფაილების გაცვლის საშუალებას. სერვისის სპეციალურ გვერდზე (უმეტესად მთავარ გვერდზე) მომხმარებელი ტვირთავს საკუთარ ფაილს სერვერზე, ხოლო სერვისი აძლევს მას მუდმივ ბმულს, რომლის გამოენება მას შეუძლია მრავალნაირად: e-mail გაგზავნა, საიტზე, ფორუმზე გამოქვეყნება ან სოციალური ქსელით გადაგზავნა. ამ ბმულზე გადასვლისას ნებისმიერი სხვა მომხმარებელი შეძლებს საწყისი ფაილის გადმოწერას. ზოგიერთ ფაილებისგაცვლის სისტემას აქვს პარტნიორული პოგრამები.



ბიზნეს მოდელი

ფაილების გაცვლის სერვისები ფულს შოულობენ 2 ძირითადი მეთოდით:

რეკლამების ჩვენება. ჩვეულებრივ ასეთი ტიპის საიტებზე ხშირად არის ხელოვნური პაუზა, მაშინ როცა მომხმარებელი ცდილობს ფაილის გადმოწერას. გარკვეული დროის განმავლობაში (ჩვეულებრივ 45–120 წამი) მომხმარებელს უჩვენებენ რეკლამას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება შესაძლებელი ფაილის გადმოწერა.

პრემიუმ ანგარიშების გაყიდვა. რამდენიმე ათეული დოლარის სანაცვლოდ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ფაილების გადმოწერის უფლება, რეკლამის გარეშე, ლოდინის გარეშემ სრული ან გაუმჯობესებული სისწრაფით (ბევრი ფაილების გამცვლელი სერვისი სპეციალურად ამცირებს გადმოწერის სიჩქარეს დაურეგისტრირებელი მომხმარებლისათვის). პრემიუმ ანგარიშს აქვს კიდევ რამდენიმე ისეთი უპირატესობა, რომელიც არ გააჩნია ჩვეულებრივ მომხმარებელს, მაგალითად, რამდენიმე ფაილის ერთდროულად გადმოწერისა და გადმოწერის შეჩერება–გაგრძელების შესაძლებლობა.


ფულის გამომუშავება

სქემა ყველას დაახლოებით ერთნაირი აქვს: დარეგისტრირებული მომხმარებელი საიტზე ტვირთავს ფაილს, რომელსაც აქვს უნიკალური URL. მომხმარებელი, მეტი თანხის მიღების მიზნით ათავსებს ამ ბმულს (URL მისამართი) ანთავსებს სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე. ამ მოქმედების მიზანია ის, რომ რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა გადმოწეროს მოცემული ფაილი, რის შედეგადაც შემოსავალი გაიზრდება. უნიკალური ფაილის ყოველ 1000 გადმოწერაზე, სერვერი უხდის თანხას მომხმარებელს (2$–დან), ამასთან, რაც უფრო დიდია ფაილი, მით უფრო მეტია შემოსავალი. მაგალითად, 1–4 მბ ფაილზე, მომხმარებელი მიიღებს 2$ 1000 გადმოწერის სანაცვლოდ, ხოლო 250მბ–2გბ კი მიიღებს 50$ 1000 ჩვენების სანაცვლოდ. ზოგიერთი სერვისი მზადაა გაუყოს შემოსავალი აქტიურ მომხმარებელს, რაც გამოიხატება მომხმარებლის მიერ მოწვეული ახალი წევრის გამომუშავებული თანხიდან მიღებული პროცენტით.


კატეგორია: ფაილების გაცვლა | ნანახია: 2044 | დაამატა: Xesbola | ტეგები: ფაილების გაცვლა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Tak.ru
Tizzer.ru
People-Group.su
Begun.ru
Copyright © 2024Сделать бесплатный сайт с uCoz