WMZ ერთეულების შეძენა BANK CONSTANTA ბანკის სალაროებში
თქვენ შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად შეავსოთ თქვენი "WebMoney” საფულე BANK CONSTANTA ბანკის ნებისმიერი ფილიალის სალაროში საბანკო ანგარიშის გაუხსნელად. იმისთვის, რომ შეავსოთ "WebMoney” ანგარიში საჭიროა მიბრძანდეთ BANK CONSTANTA ბანკის ნებისმიერ ფილიალში, მიმართოთ ოპერატორს, წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და თქვენი Z საფულის ანგარიში.
გახსოვდეთ, რომ თქვენ რიცხავთ ლარს და სანაცვლოდ გერიცხებათ WMZ ერთეულები. თუ გსურთ სხვა სახის ერთეულები, მაგალითად: WMR (რუს.რუბლი), WME (ევრო), WMU (უკ.გრივნა), და ა.შ. შეგიძლიათ შეძენილი WMZ ერთეულები თქვენივე "Webmoney” საფულის შიგნით გადაახურდავოთ სასურველ ერთეულებში. მიმდინარე გაცვლითი კურსი მითითებულია ჩვენს ვებ გვერდზე. აგრეთვე, კურსის შესახებ ინფორმაციას BANK CONSTANTA ბანკის ოპერატორი მოგაწვდით.
გახსოვდეთ რომ wmz ანგარიშზე ერთეულები ჩაირიცხება მომენტალურად!
ინფორმაციის წყარო: http://mm.ge/konstanta.php?lang=ge