საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (ინგ. Search Engine Optimization, SEO) — საძიებო სისტემების მიერ მომხმარებლების მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის მეთოდების და საიტების ჩამონათვალში მაღალი პოზიციის დაკავების საშუალებების კომპლექსი. ჩვეულებრივ, რაც უფრო მაღალ პოზიციაზეა საძიებო სისტემების შედეგბში, მით უფრო მეტი დაინტერესებული მომხმარებელი გადადის მასზე ძებნის საშუალებით. საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის ანალიზის შედეგად ფასდება მიზნობრივი მომხმარებებლი ვებ–გვერდის გამოტანის დროის გათვალისწინებითა და საიტის კონვერსაციით.