WMZ-ერთეულების შეძენა საქართველოს ბანკის სალაროებში
თქვენ შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად შეავსოთ თქვენი "WebMoney” საფულე საქართველოს ბანკის-ის ნებისმიერი ფილიალის სალაროში საბანკო ანგარიშის გაუხსნელად. იმისთვის, რომ შეავსოთ "WebMoney” ანგარიში საჭიროა მიბრძანდეთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში, მიმართოთ ოპერატორს, წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და თქვენი Z საფულის ანგარიში.
გახსოვდეთ, რომ თქვენ რიცხავთ ლარს და სანაცვლოდ გერიცხებათ WMZ-ერთეულები. თუ გსურთ სხვა სახის ერთეულები, მაგალითად: WMR(რუს.რუბლი), WME(ევრო), WMU(უკ.გრივნა), და ა.შ. შეგიძლიათ შეძენილი WMZ ერთეულები თქვენივე "Webmoney” საფულის შიგნით გადაახურდავოთ სასურველ ერთეულებში. მიმდინარე გაცვლითი კურსი მითითებულია ჩვენს ვებ გვერდზე. აგრეთვე, კურსის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკის ოპერატორი მოგაწვდით.
ყურადღება: საქართველოს ბანკის მომსახურების საკომისიო შეადგენს 1 ლარს თითო ოპერაციაზე, მიმდინარე გაცვლითი კურსი 1 WMZ ერთეულისთვის: 1.7188 .
გახსოვდეთ რომ wmz ანგარიშზე ერთეულები ჩაირიცხება მომენტალურად!
ინფორმაციის წყარო: http://mm.ge/bog.php?lang=ge