WMZ ერთეულების შეძენა "მანი მუვერს”-ის სერვის ცენტრის სალაროში
თქვენ შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად შეავსოთ თქვენი "WebMoney” საფულე კომპანია "მანი მუვერს”-ის სერვის ცენტში არსებულ სალაროში. იმისთვის, რომ შეავსოთ "WebMoney” ანგარიში საჭიროა მიბრძანდეთ კომპანია "მანი მუვერს”-ის სერვის ცენტში, მიმართოთ ოპერატორს, წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და თქვენი Z საფულის ანგარიში.
გახსოვდეთ, რომ თქვენ რიცხავთ ლარს და სანაცვლოდ გერიცხებათ WMZ ერთეულები. თუ გსურთ სხვა სახის ერთეულები, მაგალითად: WMR(რუს.რუბლი), WME(ევრო), WMU(უკ.გრივნა), და ა.შ. შეგიძლიათ შეძენილი WMZ ერთეულები თქვენივე "Webmoney” საფულის შიგნით გადაახურდავოთ სასურველ ერთეულებში. მიმდინარე გაცვლითი კურსი მითითებულია ჩვენს ვებ გვერდზე.
ინფორმაციის წყარო: http://mm.ge/cashbox.php?lang=ge