WMZ ერთეულების შეძენა ვითიბი ბანკის სალაროებში
თქვენ შეგიძლიათ სწრაფად და მარტივად შეავსოთ თქვენი "WebMoney” საფულე ვითიბი ბანკის ნებისმიერი ფილიალის სალაროში საბანკო ანგარიშის გაუხსნელად. იმისთვის, რომ შეავსოთ "WebMoney” ანგარიში საჭიროა მიბრძანდეთ ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალში, მიმართოთ ოპერატორს, წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და თქვენი Z საფულის ანგარიში.
გახსოვდეთ, რომ თქვენ რიცხავთ ლარს და სანაცვლოდ გერიცხებათ WMZ ერთეულები. თუ გსურთ სხვა სახის ერთეულები, მაგალითად: WMR (რუს.რუბლი), WME (ევრო), WMU (უკ.გრივნა), და ა.შ. შეგიძლიათ შეძენილი WMZ ერთეულები თქვენივე "Webmoney” საფულის შიგნით გადაახურდავოთ სასურველ ერთეულებში. მიმდინარე გაცვლითი კურსი მითითებულია ჩვენს ვებ გვერდზე. აგრეთვე, კურსის შესახებ ინფორმაციას ვითიბი ბანკის ოპერატორი მოგაწვდით.
ყურადღება: ვითიბი ბანკის მომსახურების საკომისიო შეადგენს 1 ლარს თითო ოპერაციაზე, მიმდინარე გაცვლითი კურსი 1 WMZ ერთეულისთვის: 1.7188 ლარი
გახსოვდეთ რომ wmz ანგარიშზე ერთეულები ჩაირიცხება მომენტალურად!
ინფორმაციის წყარო: http://mm.ge/vtb.php?lang=ge